ჩოგბურთი

22:38 | 12.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა წყვილთა ნახევარფინალშია

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ მინსკის საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ერთეულთა შეჯიბრში პირველივე თამაში წააგო, წყვილებში კი უკვე ნახევარფინალს უწია.

შაფათავას და რუსი ოლგა დოროშინას მე-3 ნომრად განთესილი დუეტი მეოთხედფინალში რუსებს – შაულსკას და სმაგინას გაეჯიბრა და 6:2, 6:1 მოიგო.

ნახევარფინალში სოფო და ოლგა უკრაინელ შკუდუნს და სლოვაკ სრამკოვას ეთამაშებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095663