სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

14:13 | 7.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

"რეალს" მნიშვნელოვანი მატჩის წინ კაპიტანი დაუბრუნდა

მადრიდის „რეალის“ კაპიტანი სერხიო რამოსი გამოჯანმრთელდა და ვარჯიში დაიწყო. ესპანელი მცველი „სამეფო კლუბს“ ჩემპიონთა ლიგის მატჩში, სადაც მადრიდელები მიონხენგლადბახის ბორუსიას დაუპირისპირდებიან, ითამაშებს.

რამოსმა ტრავმა დაახლოებით 3 კვირის წინ მიიღო და რამდენიმე მნიშვნელოვანი თამაში გამოტოვა.

„რეალს“ ჩემპიონთა ლიგაზე 5 ტურის შემდგომ 7 ქულა აქვს, ისევე როგორც „შახტარს“ და მომდევნო ეტაპზე გასასვლელას აუცილებლად გამარჯვება სჭირდება. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს ზინედინ ზიდანის გუნდი „ბორუსიასთან“, 9 დეკემბერს, თბილისის დროით 23:55საათზე ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092319