„პარი სენ-ჟერმენის“ ჭაბუკმა თავდამსხმელმა, მოიზე კინმა, ჟურნალისტებს თურქულ „ბაშაკშეჰირთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ გაუზიარა თავისი აზრი.
„აქ ბედნიერი ვარ. მინდა ასი პროცენტით დავიხარჯო თანაგუნდელებისა და გულშემატკივრებისთვის. ყოველდღე ვსწავლობ ნეიმარისგან და მბაპესგან. ყველა პირობა მაქვს განვითარებისთვის.
წინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი გველის „ბაშაკშეჰირთან.“ მათ კარგი გუნდი ჰყავთ. მაგრამ, ვიმედოვნებ, გავიმარჯვებთ და შემდეგ ეტაპზე გავალთ.“ - ციტირებს 20 წლის იტალიელის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.









