ავტოსპორტი

23:52 | 12.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფერსტაპენმა პოული სეზონის ბოლოს მაინც მოიპოვა

სეზონის ბოლო ეტაპის, აბუ დაბის დიდი პრიზის კვალიფიკაცია, „რედ ბულის“ ლიდერმა, მაქს ფერსტაპენმა მოიგო. მან ბოლო ცდით, ,„მერსედესის“ ორივე პილოტს წამის მეათედზე ნაკლებით აჯობა. გასულ 17 საკვალიფიკაციო რბოლაში ეს მხოლოდ მეორე შემთხვევაა, როცა სამქიმიანები პოულის აღებას ვერ ახერხებენ.

ფერსტაპენმა თავისი „ჰონდას“ ძრავიანი „რედ ბულით“, იას მარინას 5.5-კილომეტრიანი ტრეკი წუთსა და 35.246 წამში გაიარა ვალტერი ბოტასის მიერ, წამებით ადრე დაფიქსირებულ საუკეთესო დროს 0.025 წამი მოაკლო. კოვიდ-19-მოხდილი ლუის ჰამილტონი პოულს 0.086 წამით ჩამორჩა და მესამე ადგილს დასჯერდა.

„მერსედესის“ გუნდმა სეზონში მეორე კვალიფიკაცია წააგო, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა პოულზე დგას მანქანა, რომელიც „მერსედესის“ ძრავით არ არის აღჭურვილი. ლანს სტროლმა თავისი პოული თურქეთში მოიპოვა, და მის „რეისინგ პოინტს“ სწორედ „მერსედესის“ აგრეგატი ამოძრავებს. დაკიდევ, ეს არის ამ სეზონში მეოთხე შემთხვევა, როცა ჰამილტონი და ბოტასი, სტარტზე წინა ორ პოზიციას არ დაიკავებენ.

როგორც ბოტასი ამბობს, მან და ჰამილტონმა რბილი საბურავები სასურველ კონდიციამდე ვერ მიიყვანეს, რის გამოც, მანქანის ბალანსი საუკეთესო არ იყო. ჰამილტონმა ისიც თქვა, რომ კორონავირუსი კი მოირჩინა, მაგრამ მისგან სისუსტე გამოჰყვა და ამან მის გამოსვლაზე იმოქმედა. ასეა თუ ისეა, „მერსედსის“ მიერ მოპოვებული 15 პოულიდან 10 სწორედ მის ანგარიშზეა.

რბოლას ბოლო პოზიციიდან დაიწყებს სახირის დიდი პრიზის გამარჯვებული სერხიო პერესი, ვინც კვალიფიკაციის მეორე ნაწილში, მხოლოდ გასახურებელი წრე გაიარა. ამისთვის მას მე-15 პოზიცია ეკუთვნოდა, მაგრამ იმის გამო, რომ ძრავს შეუცვლიან, 5 პოზიციითუკან დაწევა მოუწევს.

აბუ დაბის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1'35.246
  2. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 0.025
  3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 0.086
  4. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 0.251
  5. ალექს ალბონი (ტაილანდი, რედ ბული) 0.325
  6. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 0.569
  7. დანიილ კვიატი (რუსეთი, ალფატაური) 0.717
  8. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 0.800
  9. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 0.996
  10. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, რენო) 1.113
  11. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 1.160
  12. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 0.819
  13. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1.385
  14. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 3.002
  15. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 2.309
  16. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 2.799
  17. პიეტრო ფიტიპალდი (ბრაზილია, ჰაასი) 2.927
  18. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 3.197
  19. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 2.617
  20. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) ჩამოქვეითდა
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097691