ფეხბურთი

14:51 | 13.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოთხმა არბიტრმა დანაშაული აღიარა

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საფეხბურთო თამაშის ჩაწყობის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებული მსაჯების სასამართლო პროცესი გაიმართა. საქალაქო სასამართლოში გაირკვა, რომ ბრალდებულ პირებს ოჯახთან სატელეფონო საუბრის საშუალება მიეცემათ, ხოლო მოსამართლის საბოლოო ვერდიქტის გამოტანა 27 ნოემბრისთვის გადაიდო.

ოთხმა არბიტრმა დანაშაული აღიარა. ონისე მოლოდინაშვილი, ოთარ ხეცაძე, ზვიად ასკაროღლი და ალექსანდრე გუნთაძე წაყენებულ ბრალდებას ცნობენ, ხოლო ირაკლი ურუშაძე, მამუკა ურუშაძე, თეიმურაზ ხუჭუა და თორნიკე გვანცელაძე ბრალდებებს არ აღიარებენ.

“ჩვენ ვითხოვთ არსებითი დეტალების განხილვა კიდევ ერთხელ მოხდეს, რადგან არსებული ბრალდებები საფუძველს მოკლებულია. ამიტომაც ჩემი კლიენტი არ აღიარებს დანაშაულს”, - განაცხადა მამუკა ურუშაძის ადვოკატმა გია ტაბლიაშვილმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაციით გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული მსაჯები 2500-დან 5000-მდე ამერიკული დოლარის სანაცვლოდ წინასწარ ურიგდებოდნენ მოქალაქეებს მათი მსაჯობით ჩატარებული მატჩებზე ყვითელი და წითელი ბარათების გარკვეულ რაოდენობაზე. ამ მოთხოვნას არბიტრები ასრულებდნენ კიდეც.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116078