ყატარში ოფიციალურად გაიხსნა მეოთხე სტადიონი, რომელიც ორი წლის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლებს. აღნიშნულ ინფორმაციას ფიფას ვებგვერდი ავრცელებს.
სტადიონის ტევადობა 40 ათასი მაყურებელია და მუნდიალზე 7 შეხვედრას უმასპინძლებს. საზეიმო გახსნის ცერემონიას შეიხი ტამიმ ბინ ჰამად ალ-ტანი, ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო, უეფას პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი, კონმებოლის პრეზიდენტი ალეხანდრო დომინგესი და სხვა ოფიციალური პირები ესქრებიდნენ.
„აჰმად ბინ ალი სთედიუმზე“ ყატარის იმერეითს თასის ფინალური მატჩი გაიმართა (ყატარის ლიგის თასი). შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი ყატარში 2022 წლის 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე ჩატარდება და პლანეტის მთავარ საფეხბურთო შეჯიბრს 8 სტადიონი უმასპინძლებს, საიდანაც 4 უკვე ოფიციალურად გაიხსნა.
საქართველოს ნაკრები 2022 წლის მუნდიალის შესარჩებ ეტაპზე B ჯგუფში ესპანეთის, შვედეთის, საბერძნეთისა და კოსოვოს ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.









