კალათბურთი

2:47 | 26.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

"გოლდენ სტეიტმა" სეზონის მეორე მატჩიც წააგო

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში „მილუოკი ბაქსმა“ „გოლდენ სტეიტს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 138:99 დაამარცხა. „ბაქსის“ კალათბურთელებმა ოთხივე პერიოდში იმარჯვეს და საბოლოო ჯამში გამარჯვების მოპოვება ადვილად მოახერხეს.

მასპინძელთა რიგებში საუკეთესო ქრის მიდლტონი იყო, რომელმაც 31 ქულა, 4 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. „გოლდენ სტეიტს“ კი სტეფ კარიმ 19 ქულით, 4 მოხსნით და 6 პასით ულიდერა.

„მილუოკის“ ორი ტურის შემდეგ თითო მოგება-წაგება აქვს, ხოლო „გოლდენ სტეიტ უორიორზმა“ სეზონის სასარტო ორივე მატჩი წააგო.

თეგებიNBA
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.171711