"მილანის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი მატეო მუსაკიო კარიერას "ლაციოში" გააგრძელებს. როგორც რომაელთა კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 30 წლის არგენტინელმა ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მუსაკიო "ლაციოს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
მატეო "მილანში" 2017 წელ "ვილიარეალიდან" გადავიდა. მას შემდეგ სამხრეთამერიკელმა 75 მატჩი ჩაატარა და თავი ორ-ორი გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. მიმდინარე სეზონში მუსაკიოს თამაში ძირითადად ტრავმის გამო არ უწევდა და მხოლოდ ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.





