მადრიდის „რეალი“ არ აპირებს სერხიო რამოსს იმაზე გაუმჯობესებული პირობები შესთავაზოს, ვიდრე ახლა სთავაზობს. Marca-ს ცნობით, „სამეფო კლუბში“ დარწმუნებულნი არიან, რომ ესპანელ მცველს არცერთი კლუბი უფრო მაღალ ხელფასს არ შესთავაზებს.
სერხიო რამოსს „რეალთან“ კონტრაქტი 5 თვეში ეწურება, მაგრამ ახალ კონტრაქტზე ვერ ურიგდება, რადგან თვითონ უკეთეს პირობებს ითხოვს.
ამრიგად, დიდი შანსია, რომ სერხიომ 16 წლის შემდეგ „სანტიაგო ბერნაბეუ“ დატოვოს და თავისუფალი აგენტის სტატუსით სხვა გუნდში გადავიდეს. ყველაზე აქტიურად მას „პარი სენ ჟერმენს“ უკავშირებენ.
მიმდინარე სეზონში სერხიო რამოსმა 18 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.





