ავტოსპორტი

16:59 | 2.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

"Fia Rally Star" - საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია 4-წლიან მასშტაბურ პროექტს იწყებს

პირველად არსებობის ისტორიაში საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია იწყებს 4 წლიან მასშტაბურ პროექტს სახელწოდებით Fia Rally Star, რომელსაც უერთდება საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია. პროექტის მიზანი მსოფლიოს გარშემო პოტენციური, ნიჭიერი, ახალგაზრდა ავტოსპორტის მოყვარული ადამიანების აღმოჩენა და ერთ-ერთი ყველაზე პოპულაური საავტომობილო დისციპლინის "რალი"- ს სუპერვარსკვლავებად ჩამოყალიბება არის.



პროექტში მონაწილე საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის წევრი 140-ზე მეტი ქვეყნიდან სწორედ საქართველო იქნება ის პირველი , რომელიც ამ გრანდიზოულ პროექტ Fia Rally Star გახსნის.

პირველი შესარჩევი 14 თებერვალს თბილისსში, "ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა"-ს ავტოსადგომზე დილის 10:00 საათიდან დაიწყება. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია ამიტომ იჩქარეთ რეგისტრაცია.

საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით 2 თვის განმავლობაში 3 შესარჩევი (თბილისი, თელავი, ქუთაისი) და 1 ფინალური (თბილისი) ეტაპი გაიმართება. თითოეულ ეტაპზე გამოვლინდება საუკეთსო 20 ბიჭი და 10 გოგონა. 14 მარტს საქართველოს ფინალურ ეტაპზე თბილისში გამოვლინდებიან გამარჯვებულები კონტინენტურ ფინალზე გასამგზავრებლად.



Fia Rally Star Georgia - ს შესარჩევის ფორმატი:

- ორგანიზატორის მიერ იქნება გამოყოფილი სამი იდენტური ავტომობილი

- შესარჩევის დღეს პირველ ეტაპზე მონაწილეებს მოუწევთ გაიარონ იდენტური ჩქაროსნული სლალომი, ხოლო საუკეთსო 30 ბიჭი და 15 გოგო გადავა მეორე ეტაპზე

- საუკეთსო შედეგი ვლინდება ნაჩვენები დროის და უშეცდომოდ გავლილი მონაკვეთების შეჯამებით

- საერთო ჯამში თითოეული ლოკაციის ღონისძიებიდან (თბილისი, თელავი, ქუთაისი) შეირჩევა საუკეთსო 20 ბიჭი და 10 გოგო მონაწილე

= შეჯიბრებების ფინალური ეტაპი 14 მარტს თბილისში გაიმართება და გამოვლინდებიან გამარჯვებულები კონტინენტურ ფინალზე გასამგზავრებლად

Fia Rally Star Georgia - ზე მონაწილეობისთვის აუცილებელია:

- აკმაყოფილებდეთ ასაკს 18 - 26 წლის ჩათვლით
- გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია ლინკზე შესაბამისი ლოკაციის მიხედვით
- გქონდეთ მართვის მოწმობა
- დაიცვათ კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციები
- დაფაროთ რეგისტრაციის საფასური - 20 ლარი
- შეჯიბრება არის ავტოსპორტის მოყვარული გოგონებისა და ბიჭებისთვის
- მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია , თითოეულ ეტაპზე დაიშვება მხოლოდ პირველი 150 მსურველი , ამიტომ იჩქარეთ
- არ დაიშვებიან მონაწილეები , რომლებიც საქართველოს ჩემპიონატის რომელიმე ეტაპზე მოხვედრილები არიან 10 საუკეთესო მრბოლელს შორის

ამიტომ თუ ოცნებობთ პროფესიონალ ავტომრბოლელობაზე და სისწრაფე, ადრენალინი, რისკი, ავტომობილის მართვა, ბრძოლა გამარჯვებისთვის ათქვენი ცხოვრების ნაწილია - მაშინ Fia Rally Star Georgia 2021 თქვენთვის უნიკალური შანსია საავტომობილო კარიერის დასაწყებად და განსავითარებლად.


რეგისტრაციისთვის იხილეთ:

რეგისტრაცია თბილისის ეტაპზე: https://ge.fiarallystar.com/ka/tbilisis-shesarchevi-etapi-chkarosnul-slalomshi

რეგისტრაცია თელავის ეტაპზე : https://ge.fiarallystar.com/ka/telavis-shesarchevi-etapi-chkarosnul-slalomshi

თეგებიFia Rally Star
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094363