ფეხბურთი

18:21 | 6.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსი” ბელარაბით დაინტერესდა

ტურინის “იუვენტუსი” “ლევერკუზენის” ვინგერით, ქარიმ ბელარაბით დაინტერესდა – იუწყება იტალიური გამოცემა Tuttosport–ი.

მიმდინარე სეზონში, 24 წლის ფეხბურთელი ძალიან კარგად გამოიყურება. მან 12 შეხვედრაში 4 გოლის გატანა და 7 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. ტურინელებს კი, შეტევის გაძლიერება სურთ და ბელარაბის ამის ერთერთ ვარიანტად განიხილავენ.

სეზონის დაწყების წინ, მისი სატრანსფერო ფასი მხოლოდ 3 მილიონი ევრო იყო, მაგრამ ეს თანხა ახლა მინიმუმ გაორმაგებული იქნება. ტრანსფერის გაჩარხვას “იუვე” იანვარში შეეცდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.165118