ავტოსპორტი

2:39 | 9.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლე მანის 24-საათიანი რბოლა აგვისტოსთვის გადაიდო

ლე მანის 24 საათის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, რბოლა 12-13 ივნისის ნაცვლად, 21-22 აგვისტოს გაიმართება და ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ რბოლაზე მაყურებლის დასწრება შესაძლებელი იყოს.

გასულ სეზონში ლე მანმა მაყურებლის გარეშე ჩაიარა, რაც მის ისტორიაში პირველად მოხდა. აღმოსავლეთის საავტომობილო კლუბს (ACO - ავტომობილ კლუბ დე ლ’უესტ) კი სურს, რომ ეს არ განმეორდეს. საფრანგეთი ამჟამად პანდემიურ ლოკდაუნშია და რბოლის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ აგვისტოსთვის სიტუაცია საკმარისად გაუმჯობესდება, რაც ტრიბუნაზე მაყურებლის დასწრებას შესაძლებელს გახდის.

„ეს რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა. ლე მანის 24 საათის ზედიზედ მეორედ უმაყურებლოდ ჩატარება წარმოუდგენელია. ჩვენ ამის თავიდან ასაცილებლად ყველაფერს ვაკეთებთ. და ყველნაირად ვცდილობთ იმას, რომ შეჯიბრი მაყურებლის ჯანმრთელობისთვის უხიფათო იყოს. წლევანდელი რბოლა განსაკუთრებული იქნება, რადგან ჰიპერ ავტომობილების დებიუტს ვიხილავთ“, - ამბობს ACO-ს პრეზიდენტი პიერ ფიიონი.

წელს ლე მანის 24 საათი 89-ედ ჩატარდება. ჰიპერ ავტომობილების კლასი LMP1 კლასს ჩაანაცვლებს. უმაღლესი კატეგორიის კლასში საკუტარ გუნდბს „ტოიოტა“, „სკუდერია გლიკენჰაუსი“ და „ალპინი“ გამოიყვანენ. მომდევნო სეზონებში ჰიპერ ავტომობილების კლასს „პეჟო“ და „ფერარი“ დაემატებიან.

0.086134