ავტოსპორტი

11:40 | 10.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბაჰრეინის რბოლაზე მაყურებელს შეზღუდვებით დაუშვებენ

ბაჰრეინის დიდი პრიზის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, მაყურებლები ტრიბუნაზე მხოლოდ სამედიცინო შემოწმების შემდეგ დაიშვებიან და ისინი ვალდებულები იქნებიან, ტრეკის პერიმეტრზე ყოფნისას, მუდმივად ეკეთოთ დამცავი ნიღბები. რა თქმა უნდა, ტრიბუნაზე დაიშვებიან ის მაყურებლები, რომლებსაც ვაქცინაცია აქვთ გავლილი ან დაავადება მოიხადეს.

მაყურებლებს არ ექნებათ „პადოკის კლუბში“ დაშვება და არც კორპორატიული ლაუნჯები მოეწყობა. შეიზღუდება მაყურებლების კონტაქტი პილოტებთან (ავტოგრაფების სესიები) და გუნდების პერსონალთან.

გასულ სეზონში, ბაჰრეინში ორი რბოლა ჩატარდა და ტრიბუნებზე მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები ტრასის მომსახურე პერსონალი იმყოფებოდნენ.

გარდა ამისა, ბაჰრეინის საერთაშორისო ტრეკი, 12-14 მარტის ტესტების მონაწილე გუნდების პერსონალს ვაქცინაციას შესთავაზებენ, თუმცა სავარაუდოდ, შეთავაზებაზე უარს მიიღებენ, რადგან ყველა გუნდს სამედიცინო უსაფრთხოების ზომები წინდაწინ მიღებული აქვს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091859