სხვა

1:58 | 15.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

შახმანმა პარიზი-ნიცას ტიტული შეინარჩუნა, როგლიჩი ისევ ხელმოცარულია

სლოვენიელი პრიმოჟ როგლიჩისთვის, პარიზი-ნიცას რბოლის ბოლო, მერვე ეტაპი გამარჯვების აღლუმი უნდა ყოფილიყო, მაგრამ განმეორდა ის, რამაც შარშან ტურ დე ფრანსის მოგებაში შეუშალა ხელი - მას იღბალმა აქცია ზურგი. რბოლა კი გერმანელმა მაქს შახმანმა მოიგო, ვინც შარშან მოპოვებული ტიტული შეინარჩუნა.

ბოლო ეტაპის წინ, მათ შორის სხვაობა 52 წამი იყო. როგორც წესი, პარიზი-ნიცას გაცილებით ნკლები უპირატესობით იგებენ ხოლმე და ამიტომ, როგლიჩი პრაქტიკულად მიუღწეველი ჩანდა.

მაგრამ სლოვენიელი 92-კილომეტრიანი რბოლის პირველ ნაწილში, დაღმართში მოძრაობისას დაეცა. სანამ დახმარება აღმოუჩინეს და ბაიკი გამოუცვალეს, დრო გავიდა. როგლიჩი პელოტონს ჩამორჩა და მას არც „ჯუმბო-ვისმას“ სხვა მრბოლები დახმარებიან იმისთვის, რომ ძირითად ჯგუფს დასწეოდა. საბოლოოდ, ფინიშთან სამ წუთზე მეტი დაგვიანებით მივიდა გამარჯვებაც ხელიდან გაუშვა. არადა, რვიდან სამი ეტაპი მოიგო...

შახმანმა (ბორა-ჰანსგრო) ზედიზედ მეორედ მოიგო პრესტიჟული რბოლა. მან 19 წამით აჯობა რუს ალეკსანდრ ვლასოვს (ასტანა) და ესპანელ იონ იზაგირეს (ასტანა).

ბოლო ეტაპი კი დანიელი მაგნუს კორტ ნილსენის (EFE-ნიპო) გამარჯვებით დასრულდა, ვინც სპრინტში ფრანგ კრისტოფ ლაპორტს (კოფიდისი) მოუგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.082312