მძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონ ენტონი ჯოშუას პრომოუტერი ედი ჰერნი ამბობს, რომ მის მოკრივესა და კიდევ ერთ ჩემპიონს, ასევე ბრიტანელ ტაისონ ფიურის შორის შეტანხმება შედგა. ისინი მათ ხელთ არსებული ტიტულებისთვის ორ ბრძოლას გამართავენ. იესპიენთან საუბრისას, ჰერნმა განაცხადა, რომ ბრძოლის ადგილი და ზუსტი თარიღი, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში გამოცხადდება.
ჯოშუა WBA-ის, IBF-ის და WBO-ის ტიტულებს ფლობს, ფიურის ხელში კი WBC-ს სარტყელია. გამარჯვებული უდაო ჩემპიონის წოდებას დაიმსახურებს. ჰერნი დასძენს, რომ ბრძოლის მასპინძლობაზე განაცხადი 9 ქალაქისგან/ქვეყნისგან მიიღეს. მათ შორისაა ახლო აღმოსავლეთის, აღმოსავლეთ ევროპის და ამერიკის ქვეყნები.
პირველ ბრძოლაში მოკრივეები საპრიზო ფონდს შუაზე გაიყოფენ. განმეორებით ბრძოლაში კი 60 პროცენტს პირველი ბრძოლის გამარჯვებული მიიღებს.
ჰერნის განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, ფიურიმ გამოაცხადა, რომ ვარჯიში შეწყვიტა, შვებულებაშია და ყოველდღე ლუდს შეუზღუდავად სვამს. ამის მიზეზად ის გარემოება გამოაცხადა, რომ ჯოშუასთან შეტანხმების პერსპექტივას ვერ ხედავდა. ბევრს არ ვჭამ, მაგრამ კალორიებს ალკოჰოლით ვივსებო.







