სხვა

2:56 | 19.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

სამთო თხილამურობის მსოფლიო თასზე ჩქაროსნული რბოლები გაუქმდა

შვეიცარიის ლენცერჰაიდეში, სამთო თხილამურობაში მსოფლიო თასის ფინალური რბოლები უნდა გამართულიყო, მაგრამ უამინდობის გამო, ქალთა და მამაკაცთა ორივე ჩქაროსნული რბოლა გაუქმდა.

ოთხშაბათს დაშვების რბოლები იყო დანიშნული, ხუთშაბათს კი - სუპერ გიგანტის, მაგრამ ვერცერთის ჩატარება ვერ მოხერხდა. ამგვარად, სეზონის საუკეთესოე მოთხილამურეებს, ბროლის მცირე გლობუსები რბოლის გარეშე გადაეცათ.

მამაკაცთა შორის დაშვებაში მსოფლიო თასს შვეიცარიელი ბიტ ფოიცი დაეუფლა, ქალთა შორის კი დაშვების გლობუსი იტალიელ სოფია გოჯიას ერგო.

სუპერ გიგანტში მამაკაცებს შორის გლობუსის მფლობელი ავსტრიელი ვინსენტ კრაიხმაირი გახდა, ქალებს შორის კი საუკეთესო შვეიცარიელი ლარა გუტ-ბერამი გახდა. სხვათა შორის, ჩქაროსნული რბოლების გაუქმება, გუტ-ბერამის დიდი გლობუსის მოპოვებაში შეუშლის ხელს - მან თავის ფავორიტ დისციპლინებში ქულების დაგროვება ვერ შეძლო, მისი მთავარი მეტოქე (და ლიდერს), სლოვაკი პეტრა ვლჰოვა კი სლალომში (თუ ჩატარდა) ფავორიტი იქნება.

სლალომის და გიგანტური სლალომის რბოლები შესაბამისად, შაბათს და კვირას არის დანიშნული. ქალთა სლალომში ვლჰოვას კონკურენციას ავსტრიელი კატარინა ლინსბერგერი და ამერიკელი მიკაელა შიფრინი უწევენ, მამაკაცებში კი ბროლის მცირე გლობუსს უკვე დაეუფლა ავსტრიელი მარკო შვარცი.

გიგანტურ სლალომში ქალთა შორის საუკეთესო, იტალიელი მარტა ბასინო უკვე გახდა. მამაკაცთა შორის კი პირველობისთვის შვეიცარიელი მარკო ოდერმატი და ფრანგი ალექსის პინტურო იბრძვიან. ოდერმატი 25 ქულით წინაა. მათ შორისვე პაექრობაში გაირკვევა დიდი გლობუსის მფლობელი. ამ შემთხვევაში, პინტუროს 31-ქულიანი უპირატესობა აქვს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.173059