ხორვატიის ეროვნული ნაკრების და ზაგრების "დინამოს" შემტევი მისლავ ორშიჩი გულშემატკივრებმა ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. მისლავს კონკურენციას ხერარდ მორენო, ბორხა მაიორალი და დავიდ ნერეში უწევდნენ.
ორშიჩმა "ტოტენჰემთან" მოგებულ მერვედფინალური ეტაპის მატჩში ძირითად დროში სამი გოლი გაიტანა. ხორვატმა დუბლი ძირითად დროში შეასრულა, ხოლო ერთი გოლი დამატებით დროში გაიტანა. ორშიჩის წყალობით "დინამომ" მეოთხედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.
მიმდინარე სეზონში ორშიჩმა ყველა ტურნირზე 36 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 19 გოლი და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა.







