ბელიზის ეროვნული ნაკრები ცენტრალური ამერიკის ზონაში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის მატჩისთვის ჰაიტიში ჩავიდა და გზაში ავტობუსი შეიარაღებულმა თავდასხმელებმა გააჩერეს.
მოტოციკლზე მსხდომმა დამნაშავეებმა ავტობუსს გზა გადაუკეტეს. ბელიზის ნაკრებს აეროპორტიდან სასტუმრომდე პოლიციელიბი მიაცილებდნენ და მათ მოლაპააკებები გამართეს, რის შედეგადაც, ავტობუსმა გზა განაგრძო.
„აღმოვჩნდით სიტუაციაში, რომელშიც გუნდი არასდროს ყოფილა. ვაცხადებთ, რომ მოთამაშეები იუხედავად სტრესისა, სასტუმროში უსაფრთხოდ იმყოფებიან“, - ნათქვამია ბელიზის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ჰაიტის ფედერაციის დელეგაცია ბელიზის ეროვნულ ნაკრებს სასტუმროში ეწვია და გუნდს სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს.









