ფეხბურთი

20:22 | 24.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" "ლივერპულს" მადრიდში უმასპინძლებს

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩი "რეალსა" და "ლივერპულს" შორის მადრიდში, 6 აპრილს გაიმართება. როგორც BBC-ი იუწყება, ესპანეთის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები, რომელიც ბრიტანეთიდან ფრენებს კრძალავდა, 30 მარტიდან მოიხსნება და შესაბამისად, "სამეფო კლუბი" "მერსისაიდელებს" საკუთარ მოედანზე მიიღებს.

აღნიშნული შეზღუდვის მოხსნის შემდეგ ევროპა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩში, "გრანადაც" უმასპინძლებს "მანჩესტერ იუნაიტედს", რომელიც 8 აპრილს გაიმართება.

ბრიტანეთიდან ფრენების აკრძალვას სხვა ქვეყნებმაც მიმართეს და ამის გამო "გლადბახის" და "მანჩესტერ სიტის" დაპირისპირება ბუდაპეშტში გაიმართა. ასევე, მერვედფინალური ეტაპის შეხვედრა "ლივერპულსა" და "ლაიპციგს" შორის უნგრეთის დედაქალაქში შედგა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.171106