შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში "გლობალ არენაზე" მიმდინარე მოციგურავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით გამოვიდა 17 წლის ქართველი სპორტსმენი ალინა ურუშაძე. მან მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამში 169,01 ქულა მოაგროვა, მე-20 ადგილზე გავიდა და პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საგზური გაინაღდა.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს ალინა ურუშაძეს და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციას ამ მნიშვნელოვან წარმატებას - პირველი ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვებას.
GEONOC.ORG.GE







