ფორმულა 1-ის კომისიამ საკვალიფიკაციო სპრინტერული რბოლების წესი დაამტკიცა. ახალი წესის შესაბამისად, ამ სეზონში სამი ეტაპის კვალიფიკაციები ჩატარდება. ახალი წესის საბოლოოდ დასამკვიდრებლად, წესი მსოფლიო მოტორ სპორტის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.
ახალი წესის შესაბამისად, საკვალიფიკაციო რბოლის დისტანცია 100 კილომეტრი უნდა იყოს და მის დროს, თითო მანქანაზე, საბურავების ორი კომპლექტის გამოყენება იქნება შესაძლებელი. ჩვეულებრივი საკვალიფიკაციო რბოლები სპრინტის წინა დღეს - პარასკევს გაიმართება. სპრინტ რბოლის დღე კი შაბათია. კვალიფიკაციის და სპრინტის წინა საათებში კი თავისუფალი პრაქტიკები ჩატარდება, რომელთა ხანგრძლივობა 1 საათი იქნება.
კვალიფიკაციების დროს, გუნდებს მანქანაზე მხოლოდ რბილი საბურავების გამოყენების უფლება ექნებათ. მათ განკარგლებაში კი, თითო მანქანაზე საბურავების ხუთი კომპლექტი იქნება.
პირველი პრაქტიკის შემდეგ, გუნდებს მანქანებზე რაიმეს შეცვლის უფლება არ აქვთ. მაგრამ პარკში დგომისას, ისინი ძალური დანადგარების, გაგრილების სისტემების და წონის განაწილების დარეგულირებას შეძლებენ.
სპრინტერული საკვალიფიკაციო რბოლები სილვერსტოუნზე, მონცაზე და კიდევ ერთ ეტაპზე ჩატარდება. მესამე ეტაპს მოგვიანებით შეარჩევენ. სპრინტ რბოლაში ქულებს პირველ სამ ადგილზე გასული მრბოლები მიიღებენ.
პარასკევი
პირველი პრაქტიკა (60 წუთი, გუნდებს თითო მანქანაზე საბურავების ორ-ორი კომპლექტის გამოყენება შეუძლიათ);
კვალიფიკაცია - Q1, Q2 და Q3 (გუნდებს მანქანაზე მხოლოდ რბილი საბურავების ხუთი კომპლექტის გამოყენება შეუძლიათ;
შაბათი
მეორე პრაქტიკა (60 წუთი, გუნდებს მანქანაზე საბურავების მხოლოდ თითო კომპლექტის გამოყენება შეუძლიათ);
საკვალიფიკაციო სპრინტ რბოლა (100-კილომეტრიანი რბოლა, გუნდებს მანქანაზე საბურავების ორი კომპლექტის გამოყენება შეუძლიათ);
კვირა
დიდი პრიზის რბოლა (305 კილომეტრი)









