ავტოსპორტი

3:05 | 28.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეტი ფ1-ს მაზეპინისთვის ლიცენზიის მიცემის გამო აკრიტიკებს

მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონი, ამერიკელი მარიო ანდრეტი ამბობს, რომ შეერთებულ შტატებში პოპულარიზაციისთვის, ფორმულა 1-ს ამერიკელი პილოტი ესაჭიროება. ანდრეტი დარწმუნებულია, რომ ფ1 ამერიკაში პოპულარული გახდება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რბოლებში ამერიკელი პილოტებიც მიიღებენ მონაწილეობას.

ანდრეტი ფიქრობს, რომ ფ1-ში კარგი შანსები ექნებოდა ინდქარ-ის ამომავალ ვარსკვლავ კოლტონ ჰერტას, ვინც ჯერ მხოლოდ 21 წლისაა და უკვე 4 რბოლის მოგება მოასწრო. მაგრამ მას ფორმულა 1-ის ლიცენზია არ აქვს. ანდრეტის აზრით, უცნაურია, როცა ნიჭიერ ამერიკელს ლიცენზია არ აქვს, „ჰაასის“ რუს ნიკიტა მაზეპინს კი - აქვს.

„ჩემი აზრით, აშშ-ის ფ1-ის ფანატების ბაზას სათანადოდ არ აფასებენ. ერთადერთი, რაც მას აკლია, ამერიკელი პილოტია. კოლტონის მიზანი ყოველთვის იყო და არის ფ1-ში მოხვედრა. ის ძალიან მორიდებული ბიჭია, მაგრამ მე მასში ფ1-ის პილოტის თვისებებს ვხედავ“, - ამბობს ანდრეტი.

„ის ჯერ 21 წლისაა. ეს კარგი მომენტია ფორმულა ერთში გადასასვლელად. მესმის, რომ მას სუპერ ლიცენზიისთვის ტესტები არ ჰყოფნის. მაგრამ თუ ამ რუს ბიჭს ლიცენზიას აძლევენ, იმ ბიჭმა რა დააშავა, რომელიც ჩვენთან უმაღლეს დონეზე ასპარეზობს. აქ რაღაც ისე არ არის“.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09379