სხვა

11:29 | 16.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიოს ოლიმპიური სოფლის მაცხოვრებელთა დიდი ნაწილი კორონავირუსზე აცრილი იქნება

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) კომუნიკაციათა დირექტორის, მარკ ადამსის თქმით, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებისას ოლიმპიური სოფლის მაცხოვრებელთა დიდი ნაწილი COVID-19-ზე იქნება აცრილი.

„გულმოდგინედ ვმუშაობთ იმაზე, რათა რაც შეიძლება ათლეტთა დიდ ნაწილს ვაქცინაციის პროცედურის ჩატარებაში დავეხმაროთ. ზუსტი ციფრის დასახელება არ შემიძლია, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ოლიმპიური სოფლის მაცხოვრებელთა უმეტესობა ვაქცინირებული იქნება," - განმარტავს მარკ ადამსი.

ამერიკულმა კომპანია Pfizer-მა და მისმა გერმანულმა პარტნიორმა BioNTech-მა რამდენიმე დღის წინ IOC-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რაც ტოკიოს თამაშების მონაწილეთათვის კორონავირუსზე ასაცრელი ვაქცინის მიწოდებას ითვალისწინებს.

COVID-19-ის პანდემიის გამო ერთი წლით გადავადებული ტოკიოს ოლიმპიური თამაშები წლეულს 23 ივლისს გაიხსნება.

GEONOC.ORG.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.177483