სხვა

1:58 | 18.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

პეტერ შაგანმა თავის გუნდს გარჯა მე-10 ეტაპზე გამარჯვებით დაუფასა

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, სლოვაკმა სპრინტერმა პეტერ შაგანმა კარგად ისარგებლა თავისი გუნდის მხარდაჭერით და ჯირო დ’იტალიას მე-10 ეტაპი მოიგო. კოლუმბიელმა ეგან ბერნალმა კი ველომარათონის ლიდერობა შეინარჩუნა.

„ბორა-ჰანსგროს“ თანაგუნდელებმა გუნდის ლიდერი 139-კილომეტრიანი დისტანციის განმავლობაში, მაღალი ტემპით ატარეს და რაც მტავარია, გზად არაერთი სპრინტერი ჩამოაშორეს, რამაც გამოცდილ მრბოლს ფინიშთან საქმე გაუადვილა. და მანაც გუნდს იმედი არ გაუწბილა.

შაგანმა კარიერაში ჯიროზე მეორედ შეძლო ეტაპის მოგება. ფინიშამდე ცოტა რჩებოდა, როცა პელოტონის სიღრმეში მომხდარმა ინციდენტმა ჯგუფი დაანაწევრა. იმის გამო, რომ ეს მაშინ მოხდა, როცა რბოლის დასრულებამდე 3 კილომეტრზე ნაკლები რჩებოდა, ფინიშზე ყველას ერთი დრო დაეწერა.

შაგანმა უკან ჩამოიტოვა კოლუმბიელი ფერნანდო გავირია (UAE ტიმ ემირატსი) და იტალიელი დავიდე ჩიმოლაი (ისრაელ სტარტ-აპ ნეიშენ). ბერნალმა (ინეოს გრენადერსი) ლიდერობა კი შეინარჩუნა, მაგრამ ბელგიელ რემკო ევენპოელთან (დესონინკ-ქვიკ-სტეპი) მისი უპირატესობა ერთი წამით ჩამცირდა. ევენპოელმა ეს ერთწამიანი ბონუსი, მეორე შუალედური ფინიშის სპრინტში დაიმსახურა.

„მინდა, ჩემს თანაგუნდელებს მადლობა გადავუხადო. მათ შესანიშნავად იმუშავეს. მათ ბოლო აღმართზე ტემპი არ დაუგდიათ, რისი წყალობითაც, რამდენიმე სპრინტერი ჩამოვიტოვეთ. რა ტქმა უნდა, ყველას ჩამოსატოვებლად, ეს საკმარისი არ იყო. მაგრამ მთავარია, რომ მოვიგე, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ“, - განაცხადა შაგანმა, ვინც ჯიროზე ეტაპი პირველად გასულ სეზონში მოიგო და მაშინაც ეს მე-10 ეტაპი იყო. ოღონდ, მაშინ მარტო გაისარჯა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093869