სხვა

3:37 | 2.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ცურვაში ოლიმპიური ჩემპიონი ტრავმის შემდეგ აუზს დაუბრუნდა

100 მეტრზე ბატერფლაიში ოლიმპიურმა ჩემპიონმა, შვედმა სარა სიოსტრომმა იდაყვის ტრავმა მოირჩინა და საცურაო აუზს დაუბრუნდა. მოცურავე თებერვალში, ყინულზე დაეცა და იდაყვის ძვალი მოიტეხა, რის გამოც, ოპერაციის გაკეთებაც კი დასჭირდა.

27 წლის სიოსტრომმა 50 მეტრზე თავისუფალ სტილით წინასწარ გაცურვაში მეორე დრო დააფიქსირა. დისტანცია მან 24.68 წამში გაცურა, რაც მის მიერ 2017 წელს დამყარებულ მსოფლიო რეკორდს (23.67) თითქმის წამით ჩამორჩება.

„თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, მკლავში ტკივილი საერთოდ არ მაქვს. კარგი დროის ჩვენება ჩემი მიზანი არც ყოფილა. თუმცა 24.68 იმაზე გაცილებით უკეთესი შედეგია, რასაც ველოდი“, - განაცხადა სიოსტრომმა, ვინც საფრანგეთში, მაღალმთიან ადგილას ვარჯიშობს. ოლიმპიური ჩემპიონი ტოკიოში ძირითად აქცენტს სწორედ თავისუფალი სტილით ცურვაზე გააკეთებს.

შვედურ ტელევიზიასთან საუბრისას სიოსტრომმა განცხადა, რომ ოპერაციის შემდეგ, მარჯვენა მკლავის ბიცეპსის გარშემოწერილობა დაახლოებით ოთხი სანტიმეტრით შეუმცირდა. თუმცა ვარჯიშის დაწყების შემდეგ, ორი სანტიმეტრი „უკან დაიბრუნა“.

შეჯიბრში კიდევ ერთი შვედი სახელოვანი მოცურავე, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ტერეზა ალშამარი მონაწილეობს, ვინც ხუთწლინი პაუზის შემდეგ, 43 წლისა დაუბრუნდა აუზს. იმავე დისტანციაზე, ის მხოლოდ მეექვსე დროს დასჯერდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089995