საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ რუმინეთის ნაკრებთან გატანილი გოლის შემდეგ, რომელიც მისთვის სადებიუტო იყო, კომენტარი გააკეთა. გიორგიმ თქვა, რომ ბედნიერია გოლით და გამარჯვებით.
"საქართველოს ნაკრებში გატანილი გოლით და პირველი მოგებით ძალიან ბედნიერი ვარ. იმედი მაქვს მე და ჩვენი გუნდი ასე გავაგრძელებთ“, - უთხრა მან ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურს.
გიორგიმ სოციალური ქსელის პირად გვერდზეც დაახლოებით იმავე შინაარსის მესიჯი გაავრცელა:
„ძალიან გახარებული ვარ ჩვენი გამარჯვებით და ჩემი პირველი გოლით საქართველოს ნაკრებში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მრავალი გამარჯვებული საღამო გვეზეიმოს. მადლობა მხარდაჭერისთვის და თქვენი შეტყობინებისთვის, ეს ძალიან მახარებს“, - დაწერა მან ინსტაგრამში.
შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძეს საქართველოს ნაკრებში სულ ორი მატჩი აქვს ჩატარებული, ძირითად შემადგენლობაში კი პირველად სწორედ რუმინელთა წინააღმდეგ ითამაშა. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 6 ივნისს, ენსხედეში, ნიდერლანდების ნაკრებთან ჩაატარებს.









