საქართველოს ეროვნული ნაკრები ნიდერლანდებთან მატჩისთვის ემზადება და ენსხედეში პირველი ვარჯიში ჩაატარა.
ვილი სანიოლის განკარგულებაში 24 ფეხბურთელი იყო. გუნდთან ერთად ივარჯიშა სოლომონ კვირკველიამ, რომელიც მომავალ შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს. პირველი საწვრთნელი პროცესი ირაკლი აზაროვმა გამოტოვა.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ნიდერლანდების ნაკრებს 6 ივნისს, ენსხედეში დაუპირისპირდება და მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.









