არგენტინის ეროვნული ნაკრების და "ტოტენჰემის" აწ უკვე ყოფილი მცველი ხუან ფოიტი კარიერას "ვილიარეალში" გააგრძელებს. როგორც ესპანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, სამხრეთამერიკელმა ლა ლიგის გუნდს მომდევნო ხუთი სეზონის განმავლობაში დაეხმარება.
ხუანმა გასული სეზონი "ვილიარეალში" "ტოტენჰემიდან" იჯარის წესით გაატარა და ამის შემდეგ გამოისყიდეს ესპანელებმა. არაოფიციალური ინფორმაციით, ინგლისელებმა ტრანსფერის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო მიიღეს. გასულ სათამაშო წელს არგენტინელმა 32 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფოიტი გასულ სეზონში ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა.







