საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა თომას ბახმა ტოკიოში უსაფრთხო ოლიმპიური თამაშების მხარდაჭერისთვის მადლიერება გამოხატა „დიდი შვიდეულის" ქვეყნების ლიდერები სმიმართ.
ინგლისის კორნუოლში 11-13 ივნისს ჩატარებული G7-ის სამიტის კომუნიკეში ნათქვამია, რომ „დიდი შვიდეული" ადასტურებს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებისადმი მხარდაჭერას. ლიდერების განცხადებით, თამაშების უსაფრთხოდ ჩატარება COVID-19-ის გადასალახად გახდება გლობალური ერთობის და სოლიდარობის სიმბოლო.
„მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით G7-ის ლიდერებს. ჩვენ ამას აღვიქვამთ ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველყოფის დიდ წახალისებად, რომელიც გაჯერებულია სოლიდარობის საყოველთაო სულისკვეთებით," - აცხადებს თომას ბახი.
კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადავადებული ოლიმპიური თამაშები 23 ივლისს გაიხსნება და 8 აგვისტოს დასრულდება.
geonoc.org.ge







