სხვა

1:52 | 24.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო ჩემპიონმა ტოკიოს საგზური ვერ მოიპოვა

მსოფლიო ჩემპიონ 800 მეტრზე სირბილში დონავან ბრეზიე (ფოტოზე) შეერთებული შტატების ოლიმპიურ გუნდში ვერ მოხვდა. მიმომხილველები ვარაუდობდნენ, რომ ბრეზიეს ტოკიოს საგზურის მოპოვება არ გაუჭირდებოდა. მაგრამ იუჯინში (შტატი ორეგონის) გამართულ შესარჩევ ტურნირზე, ის ხელმოცარული დარჩა.

24 წლის ბრეზიეს ძალა მაშინ გამოელია, როცა ფინიშამდე ჯერ კიდევ 200 მეტრი იყო დარჩენილი. და გარბენი ბოლომ დაასრულა. ბრეზიესთვის რიოს შესარჩევი ტურნირის ისტრორია განმეორდა, სადაც ასევე ხელმოცარული დარჩა.

„აჩქარება ოდნავ გვიან უნდა დამეწყო. შეცდომის ფასი ბოლო 200 მეტრზე გადავიხადე. მაგრამ მთავარი ისაა, რომ მე არ ვიყავი საუკეთესოდ მომზადებული“, - განაცხადა ბრეზიემ.

გარბენი 26 წლის კლეიტონ მერფიმ მოიგო, ვისაც რიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაო აქვს მოპოვებული. მისი დრო - 1:43.17, ამ სეზონის საუკეთესოა მსოფლიოში. მეორე ადგილი 24 წლის ისაია ჯევეტმა (1:43.85) დაიკავა.

ოლიმპიური ორი (ლონდონი და რიო) ვერცხლის მფლობელმა ვილ კლეიმ სამხტომში გაიმარჯვა და ტოკიოში ოქროსთვის ბრძოლის საშუალება ექნება. მას გამარჯვება 17.21 მეტრზე შესრულებულმა ნახტომმა მოუტანა. ცნობისათვის, 30 წლის ათლეტს გასულ სეზონში აქილევსის მყესი დაუზიანდა და იუჯინში მის გამარჯვებას ბევრი არ ელოდა. მან სამი სანტიმეტრით აჯობა 29 წლის დონალდ სკოტს.

ტოკიოს საგზურს დაეუფლა 28 წლის ჭოკით მხტომელი სემ კენდრიკი, ვინც დოჰას 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმარჯვა, რიოში კი ბრინჯაოს დასჯერდა. მან და 23 წლის კეისი ლაითფუტმა 5.90 მეტრზე გადახტომა შეძლეს და გამრჯვება გაიყვეს. შესაბამისად, ორივე ტოკიოში იასპარეზებს.

„ახლა ძილიც შემიძლია. ვინმე თუ ბალიშს მომცემს, აქვე წამოვწვები და დავიძინებ“, - განაცხადა კენდრიკმა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163845