ფრეიდა ლიმ (ფოტოზე), ასე ჰქვია სინგაპურელ წყალში მხტომელს, ვინც თავისი ქვეყნის პირველი ქალი ოლიმპიელი გახდა. 23 წლის მხტომელმა, FINA-ს წყალში მხტომელთა მსოფლიო თასის ტოკიოს შეხვედრაზე, 10-მეტრიანი კოშკიდან ხტომის ნახევარფინალში მე-15 ადგილი დაიკავა, რაც ოლიმპიური საგზურის მისაღებად საკმარისი აღმოჩნდა.
ლიმმა ხუთი ხტომის ჯამში 272.35 ქულა დააგროვა, რიტაც ფინალში გასვლა ვერ შეძლო. მაგრამ მან სინგაპურის ცურვის ასოციაციისგან შეტყობინება მიიღო, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ამ ქულებით, მან ყველაზე მეტი სარეიტინგო ქულაც მიიღო, რაც სინგაპურისთვის კვოტით გამოყოფილი საგზურის მისაღებად საკმარისი აღმოჩნდა.
„მე ამაზე (ოლიმპიურ საგზურზე) ვფიქრობდი. ხალხი ხშირად მეკითხებოდა, წავიდოდი თუ არა. ამის გამო ვნერვიულობდი, მაგრამ ამან ჩემი მზადების პროცესს ხელი ვერ შეუშალა“, - განცხადა ლიმმა.
ტოკიოში, ასევე მამაკაცთა 10-მეტრიანი კოშკიდან ხტომებში კიდევ ერთი სინგაპურელი, ჯონათან ჩანი იასპარეზებს, ვინც თავისი ქვეყნის პირველი ოლიმპიელი წყალში მხტომელი გახდა.
სინგაპურს ერთადერთი ოლიმპიური ოქროს მედალი რიოს 2016 წლის თამაშებზე აქვს მოპოვებული. ეს ცურვაში მოხდა და თან როგორ - ჯოზეფ შულინგმა 100 მეტრზე ბატერფლაიში, თვით მაიკლ ფელპსი დაამარცხა!







