ბონუჩის სტადიონის დაცვა მოედანზე არ უშვებდა (VIDEO)
იტალიის ნაკრების მცველი ლეონარდო ბონუჩი ესპანეთთან გამარჯვებას ფანებთან ერთად ზეიმობდა და როდესაც მოედანზე დაბრუნება გადაწყვიტა, სტადიონის დაცვამ ვერ იცნო და არ უშვებდა. სტიუარდს ლეონარდო გულშემატკივარი ეგონა, თუმცა გაუგებრობა მალევე მოგვარდა.