ფეხბურთი

18:19 | 11.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიამ შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა

ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ თავის მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. თუმცა, ჯერჯერობით ქართველმა მოთამაშემ არ იცის, დატოვებს თუ არა რუსულ გუნდს მიმდინარე ზაფხულს.

„ტრანსფერი? ჯერ არ ვიცი, ისევ „რუბინის“ მოთამაშე ვარ და აქ ვთამაშობ. რა მოხდება შემდეგ, ეს ღმერთზეა დამოკიდებული. „რუბინში“ ამ სეზონის დაწყება? რატომაც არა? ჯერ არ ვიცი რა მოხდება და შემდეგ ვნახოთ“, - ციტირებს ხვიჩას სიტყვებს Sport-express-ი.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას არაერთ ევროპულ გუნდს უკავშირებენ, მათ შორის, „იუვენტუსს“, „მილანსა“ და „ლიდს იუნაიტედს“. 20 წლის ქართველ შემტევს „რუბინთან“ კონტრაქტი 2024-წლამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092531