ბრიტანელი სპრინტერი დინა აშერ-სმიტი გეიტშიდში გასამართ მძლეოსანთა ბრიტანეთის დიდ პრიზს გამოტოვებს, რომელიც ბრილიანტის ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ტურნირია. მიზეზი ისაა, რომ მორბენალს მუხლის ტრავმა აწუხებს.
25 წლის სპრინტერის, გეიტშიდში 200 მეტრზე ასპარეზობას გეგმავდა, რაც ოლიმპიადის (რომელიც 23 ივლისს იწყება და 8 აგვისტოს მთავრდება) წინ, მზადების ბოლო ეტაპი უნდა გამხდარიყო. მაგრამ როგორც თავად განაცხადა, იძულებული გახდა, საზრიანი გადაწყვეტილება მიეღო და არ გაერისკა.
„როგორც იცით, შინაური მაყურებლის წინაშე სირბილი ძალიან მიყვარს. ტოკიოს მაგრამ საზრიანი გადაწყვეტილებების მიღება მიწევს, რათა საკუთარი ჯანმრთელობა დავზოგო“, - ტვიტერზე წერს მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონი.







