ფეხბურთი

18:52 | 14.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

დებიუტი ევროთასებზე - ირაკლი კვირიკაშვილი მთავარი არბიტრის როლში

15 ივლისს ლიეტუვის ქალაქ მარიამპოლეში, კონფერენს ლიგაზე ერთმანეთს კაუნასის „ჟალგირისი“ და გიბრალტარის „ევროპა“ დაუპირისპირდებიან. უეფა-ს გადაწყვეტილებით, ტურნირის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს ქართველი მსაჯები განსჯიან. მთავარი არბიტრი ირაკლი კვირიკაშვილი იქნება. მას ასისტენტობას დავით ახვლედიანი და დავით ჩიგოგიძე გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი გოგა კიკაჩეიშვილია.

ირაკლი კვირიკაშვილისთვის, „ჟალგირისი“ - „ევროპა“, საერთაშორისო დონეზე პირველი მატჩია, რომელსაც ის მთავარი არბიტრის როლში განსჯის.

შეგახსნებეთ, რომ ირაკლი კვირიკაშვილს ქართულ სამსაჯო ბრიგადასთან ერთად უეფა-ს ეგიდით გამართული სხვადასხვა დონის შეხვედრებზე უმუშავია, მათ შორის, უეფა-ს 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპის სამ მატჩსა და ფინალზე: გერმანია - პორტუგალია, სადაც მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი გახლდათ, ირაკლი კვირიკაშვილი კი მეოთხე მსაჯად მუშაობდა.

GFF.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.144339