სხვა

14:04 | 21.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

2032 წლის ოლიმპიადა ავსტრალიაში გაიმართება

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2032 წელს ოლიმპიადა ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება IOC-ის სხდომაზე მიიღეს.

მესამეს მოხდება, რომ ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ავსტრალიაში ჩატარდება. პირველად 1956 წელს მელბურნმა უმასპინძლა, ხოლო 2000 წელს - სიდნეიმ.

მოგეხსენებათ, 2024 წელს ოლიმპიადას საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი უმასპინძლებს, ხოლო 2028 წელს იგივე პატივი ლოს ანჯელესს ერგება.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ 23 ივლისს გაიხსნება. საქართველოს დელეგაცია 11 სახეობაში 35 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.159914