სხვა

22:57 | 24.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

სამხრეთ კორეელმა მშვილდოსნებმა შერეულ წყვილებში ოქრო მოიპოვეს

სამხრეთ კორეელების, კიმ იე დეოკის და ან სანის წყვილმა, მშვილდოსან შერეულ წყვილთა ოლიმპიური ტურნირი, რომელიც ოლიმპიურ პროგრამაში პირველადაა შეტანილი, მოიგეს და თავიანთ ქვეყანას პირველი ოლიმპიური ოქროს მედალი მოუპოვეს.

თინეიჯერმა კიმმა და 20 წლის ანმა ფინალში ჰოლანდიელებს, გაბრიელა შლოსერს და სტივი ვიილერს 5-3 მოუგეს. ეს სამხრეთ კორეელების მიერ ოლიმპიადბზე 17 გუნდურ შეჯიბრში მოპოვებული მე-14 ოქროს მედალია მას შემდეგ, რაც ამგვარი ფორმატი ოლიმპიურ პროგრამაში შევიდა (1988 წელს).

„რა თქმა უნდა, დაძაბულები ვიყავით, მაგრამ რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ. ამის მიუხედავად, არ მგონია, მომდევნო ოლიმპიადაზე მოხვედრა შევძლოთ, რადგან სამხრეთ კორეის მშვილდოსანთა გუნდში მოხვედრა ძალიან ძნელია. აქ ოქროს მედალოსნებისთვისაც არაფერია გარანტირებული“, - განაცხადა ანმა.

კორეელებმა პირველი სეტი დათმეს, რის შემდეგაც მწვრთნელისგან რჩევა მიიღეს, რომ სიმშვიდ შეენარჩუნებინათ. მათაც დაუჯერეს და შედეგებიც გამოსწორდა. ფინალურ სეტში ანმა ორჯერ მოახერხა ათიანში მოხვედრა, ერთი ათიანიც ანმა შეძლო და ეს მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა.

ეს სამხრეთ კორეელი მშვილდოსნების მიერ ოლიმპიადებზე მოპოვებული 24-ე ოქროს მედალია. ამ ქვეყნის ოლიმპიელებს, ამდენივე ოქრო აქვთ ციგურებით სირბილში აქვთ მოპოვებული.

ბრინჯაოს მედლისთვის ერთმანეთს მექსიკელების, ალეხანდრა ვალენსიას და ლუის ალვარესის წყვილმა თურქების, იასემინ ანაგოზის და მეტე გაზოზის წყვილი დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.159437