ფეხბურთი

23:04 | 5.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

21 წლამდელებმა ლუქსემბურგთან გამარჯვებით დაიწყეს

 

ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილმა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა, ხუთშაბათს ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი მატჩი გამართა და ლუქსემბურგში, ადგილობრივი ახალგაზრდები 3:0 დაამარცხა.

ჩივაძემ, ამ ფორმაციის ნაკრების მშენებლობა, ჯერ კიდევ წინა ციკლში დაიწყო და ახლა, უკვე სერიოზული მიზნები აქვს. მწვრთნელმა ლუქსემბურგში სულ 21 ფეხბურთელი იახლა, რომელთაგან  4 – მეკარე გაბრიელ თებიძე, მცველი დავით უბილავა და თავდამსხმელები გიორგი ფანცულაია და ნიკა კაჭარავა - 19-წლამდელთა ნაკრებიდან დაიმატა. გუნდში არიან მესამე გოლის გამტანი ვიტესელი გიორგი ჭანტურია, რომლის საკლუბო დისკვალიფიკაცია სანაკრებოზე არ გავრცელდა და ვაკო ყაზაიშვილი.

ლუქსემბურგელებთან მატჩში, ქართველები თავიდანვე ფლობდნენ უპირატესობას. ზოგჯერ, მასპინძლებიც “იკბინებოდნენ,” ერთხელ, 48-ე წუთზე, სინანიმ ხარიხასაც მოარტყა ბურთი. მაგრამ უმეტეს შემთხვევებში, საიმედოდ თამაშობდა ცხინვალის “სპარტაკის” მეკარე გიორგი ნადირაძე. ქართველებმა მე-18 წუთზე გახსნეს ანგარიში, როცა ყაზაიშვილის გადაცემით, გოლი დანიური “ორჰუსის” შემტევმა დავით სხირტლაძემ გაიტანა. ჩვენიანები შემდეგაც აკონტროლებდნენ ბურთს. მერე ყველაფერს ისიც დაემატა, რომ მე-60 წუთზე, მასპინძელმა ჰოლტერმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მინდვრის დატოვება მოუხდა. ბოლოსკენ, ჩვენიანებმა კიდევ ორჯერ დაამწუხრეს მასპინძლები. ჯერ გორელმა მამუკა კობახიძემ, შემდეგ კი გიორგი ჭანტურიამ სამამდე გაზარდეს ანგარიში. ამრიგად, ჩივაძის გუნდს იღბლიანი დებიუტი გამოუვიდა. შემდეგ შესარჩევ მატჩს “ჯვაროსნები” 9 სექტემბერს, სტუმრად, ჯგუფის ლიდერ სლოვაკების წინააღმდეგ გამართავენ.

ხუთშაბათსვე, ჩვენს ჯგუფში ჰოლანდიამ  შოტლანდიას 4:0 მოუგო.

ლუქსემბურგი – საქართველო 0:3 (0:1)

ეში. “ლა ფრონტიე.”

ლუქსემბურგი: ივეშიჩი, შპელერი, დრაგოვიჩი, ზიბენალერი (ეირესი 88), მასტრანგელო, რამდედოვიჩი, აგოვიჩი, ჰოლტერი, სინანი, დეიდა (კლაპი 58), ლასცაკი (კორალი 64)

მწვრთნელი: რეინჰოლდ ბროი

საქართველო: ნადირაძე, ტვილდიანი, კვერკველია, უბილავა, კობახიძე, ყაზაიშვილი (ფანცულაია 80), პარუნაშვილი, პაპავა, კვეკვესკირი, სხირტლაძე (კაჭარავა 84), ჭანტურია

მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე

გოლები:  0:1 სხირტლაძე (18), 0:2 კობახიძე (72), 0:3 ჭანტურია (78)

გაფრთხილება: ჰოლტერი (41), მასტრანგელო (90); კვერკველია (14), კობახიძე (64), კაჭარავა (88)

გაძევება: ჰოლტერი (60)

მსაჯი: ბრინ მარკჰემ-ჯონსი (უელსი

 

1           სლოვაკეთი                 1          1         0         0       7:1           3      
2 ჰოლანდია 1 1 0 0 4:0 3
3 საქართველო 1 1 0 0 3:0 3
4 შოტლანდია 2 1 0 1 3:4 3
5 ლუქსემბურგი 3 0 0 3 1:13 0

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092057