სხვა

16:38 | 29.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

კანოეთი სლალომი ავსტრალიელმა ჯესიკა ფოქსმა მოიგო

ქალთა შორის კანოეთი სლალომში, რომელიც ოლიმპიურ პროგრამაში პირველადაა შეტანილი, გამარჯვება ავსტრალიელმა ჯესიკა ფოქსმა მოიპოვა. უფრო ადრე, ის კაიაკით სლალომში ბრინჯაოს დაეუფლა. ავსტრალიელმა რთულ, „თეთრი წყლის“ ტრასაზე უშეცდომოდ იასპარეზა და ყველა მეტოქე დაჩრდილა.

ვერცხლის მედალი ბრიტანელ მელორი ფრანკლინს ერგო, ვისთვისაც ეს პირველი ოლიმპიური მედალია. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, გერმანელი ანდრეა ჰერცოგი კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

ფოქსი ტოკიოში კანოეშიც და კაიაკშიც ოქროს მედლის მოპოვებას გეგმავდა, მაგრამ სამშაბათს, კაიაკით ასპარეზობისას, ორი შეცდომა დაუშვა, რის გამოც, ოთხი საჯარიმო წამი დაეწერა და მიზანს ვერ მიაღწია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089609