სხვა

17:32 | 29.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ხორვატიამ და ახალმა ზელანდიამ ნიჩბოსნობის წყვილებში გაიმარჯვეს

ხორვატმა ძმებმა, მარტინ და ვალენტ სინკოვიჩემბა ნიჩბოსნობაში წყვილებს შორის ყველა მეტოქე ჩამოიტოვეს და ოქროს მედლებს დაეუფლნენ. ქალთა შორის კი ახალზელანდიელების, გრეის პრენდერგასტის და კერი გოვლერის წყვილმა გაიმარჯვა.

სინკოვიჩები რიოშიც ჩემპიონები გახდნენ და მსოფლიოს 2018 და 2019 წლების ჩემპიონატებიც მოგებული აქვთ. მათ სტარტიდანვე შეძლეს დაწინაურება და ფინიშთან 1.29 წამით მიასწრეს მეორე ადგილზე გასულ რუმინელებს. ბრინჯაოს მედალი კი დანიურმა წყვილმა მოიპოვა.

ქალთა რბოლაში, ახალზელანდიელებმა ნელი სტარტი აიღეს, მაგრამ ნახევარი დისტანციის შემდეგ, უკვე ყველა უკან ჰყავდათ მოტოვებული. მეორე ადგილი რუსებმა დაიკავეს, ბრინჯაო კი კანადურ წყვილს ერგო.

წყვილნიჩბიან მსუბუქ ნავების წყვილებში ირლანდიელებმა, რიოს ვერცხლის მედალოსანმა პოლ ო’დონოვანმა და მისმა თანაგუნდელმა ფინტან მაკკარტიმ გაიმარჯვეს. ვერცხლი და ბრინჯაო კი გერმანელებს და იტალიელებს ერგოთ. ეს ირლანდიელთა პირველი ოქროა 2012 წლის შემდეგ და პირველი სპორტის ამ სახეობაში.

ამავე ტიპის ნავებში, ქალთა შორის იტალიამ (ფედერიკა კესარინი და ვალენტინა როდინი) დაძაბულ ბრძოლაში აჯობა საფრანგეთს და ჰოლანდიას. ფინიშის შემდეგ, კესარინიმ განაცხადა, რომ ამ გამარჯვებას, სუშის დიდი პორციით აღნიშნავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.165096