ფეხბურთი

14:47 | 3.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიის ვაჟ ფეხბურთელთა ნაკრები ოლიმპიადის ფინალშია

ტოკიო 2020-ის საფეხბურთო ტურნირის პირველ ნახევარფინალურ მატჩში, ბრაზილიის ვაჟთა ნაკრებმა მექსიკა პენალტების სერიაში დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც იაპონია - ესპანეთის გამარჯვებულს შეხვდება.

ძირითად და დამტებით დროში მეტოქეებს თავი არაფრით გამოუჩენიათ (0:0). პენალტების სერიაში კი ბრაზილიელებმა 4:1 იმარჯვეს. მათგან თერთმეტმეტრიანები ზუსტად დაარტყეს: დანი ალვეშმა, გაბრიელ მარტინელიმ, ბრუნო გიმარაინშმა და რეირიერმა. მექსიკელთაგან კი მხოლოდ კარლოს როდრიგესმა იყოჩაღა.

ასე რომ, წინა ოლიმპიადის გამარჯვებულ ბრაზილიას, შანსი აქვს ტრიუმფი გაიმეოროს. არადა, ისინი მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონები არიან, მაგრამ ოლიმპიურ თამაშებზე მანამდე არასოდეს გაემარჯვათ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095136