სხვა

19:19 | 7.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

პლიაჟის ფრენბურთში მამაკაცთა ტურნირი ნორვეგიამ მოიგო

პლიაჟის ფრენბურთის მამაკაცთა ოლიმპიური ტურნირი, ნორვეგიელთა გამარჯვებით დასრულდა. კრისტიან სორუმმა და ანდერს მოლმა ფინალში რუსების, ვიაჩესლავ კრასილნიკოვის და ოლეგ სტოიანოვსკის წყვილი 21-17, 21-18 დაამარცხეს და ოქროს მედლებს დაეუფლნენ. ბრინჯაოს კი ყატარელების, ჩერიფ იუნუსის და აჰმედ ტიჟანის წყვილი დაეუფლა.

ფინალური შეხვედრის მიწურულს, რუსი მოთამაშის მიერ მოწოდებული ბურთი ბადეს მოხვდა, რამაც ნორვეგიას გამარჯვება მოუტანა. სორუმმა და მოლმა ტრიუმფი თავიანთ მხარდამჭერებთან ერთად აღნიშნეს, შემდეგ კი სიცხით გათანგული ჩემპიონები და მათი ქომაგები, ძლიერმა წვიმამ გააგრილა.

„ჩვენ ამ გამარჯვებისთვის ბევრი და დიდხანს ვიშრომეთ. ჩვენ სპორტში ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიური ჩემპიონები გავხდით და ოცნება ავისრულეთ“, - განაცხადა 24 წლის მოლმა.

კითხვაზე, პარიზის 2024 00 წლის ოლიმპიადისთვისაც თუ აქვთ გეგები, მოლმა უპაუხა, რომ ჯერ არაფერი გადაუწყვეტიათ: „ამ ეტაპზე, მომენტით ვტკბებით და მომავალზე არაფერს ვფიქრობთ. ახლახანს დავასრულეთ ფინალი და მხოლოდ მომავალ ტურნირზე ფიქრი შეგვიძლია“.

ყატარელებმა ბრინჯაოსთვის შეხვედრაში, ლატვიელების, მარტინს პლავინსის და ედგარს ტოქსის წყვილი 21-12, 21-18 დაამრცხეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.164883