ტოკიოს ოლიმპიადის თანამედროვე ხუთჭიდის მამაკაცთა ტურნირი ბრიტანელმა ჯოზეფ ჩუნგმა მოიგო. ამგვარად, ბრიტანელებმა ორივე სქესში მოიპოვეს ოქროს მედლები. ქალთა ტურნირზე გამრჯვება კეიტ ფრენჩმა მოიპოვა.
ჩუნგი ეგრეთ წოდებული ლაზერის გარბენის (სირბილი და სროლა ერთად) სტარტიდანვე დაწინაურდა, მაგრამ გარბენის მიწურულს, დიდი გარჯა დასჭირდა იმისთვის, რომ ეგვიპტელი აჰმედ ელგენდისთვის დაწინაურების საშუალება არ მიეცა. საბოლოოდ, ელგენდიმ 50-წამიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და გახდა პირველი აფრიკელი ხუთჭიდელი, ვინც ამ სახეობაში, ოლიმპიურ მედალს (ვერცხლს) დაეუფლა. ბრინჯაოს მედალი სამხრეთ კორეელმა ჯუნ ვონგ-ტაემ მოიპოვა.
ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომლის ათლეტებმაც, ერთ ოლიმპიადაზე, თანამედროვე ხუთჭიდში ორივე სქესში ოქროს მედალი მოიპოვეს. ამასთან, მამაკაცებს შორის ბრიტანეთისთვის ეს პირველი მედალია.
ფარიკაობის, 200 მეტრზე ცურვისა და ცხენოსნობის შემდეგ, ჩუნგმა 12-წამიანი უპირატესობა მოიპოვა, რაც ლაზერული გარბენის წინ ცოტა იყო. ლაზერული გარბენი ორ სახეობას - პისტოლეტით სროლას და სირბილს აერთიანებს. გარბენი 800-მეტრიან წრეზე, ოთხჯერ სრულდება. ამასთან, ყოველი გარბენის წინ, სროლის სესია (5-5 ტყვია) ტარდება.







