საქართველოს პარალიმპიური ნაკრების კალენდარი ტოკიო 2020-ზე ცნობილია: ინფორმაცია საქართველოს პარალიმპიურმა კომიტეტმა გაავრცელა. ამ ეტაპზე მოცემულია მხოლოდ დღეების განრიგი, თუმცა WORLDSPORT.GE ყოველი საშეჯიბრო დღის განრიგს შემოგთავაზებთ, სადაც მითითებული იქნება, თუ რომელ საათზე დაიწყებენ ქართველი პარალიმპიელები გამოსვლას.
2020 წლის ტოკიოს პარალიმპიადაზე, რომელიც 24-აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება,საქართველოს დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა-14 პარასპორტსმენი, 6 პარასპორტის სახეობა (ეტლით-ფარიკაობა,პარაძიუდო,პარაწოლჭიმი,პარაცურვა, პარასროლა,პარამძლეოსნობა).

განრიგი კი შემდეგნაირია:
25 აგვისტო
ტოკიოს პარალიმპიური თამაშების პირველივე დღეს მედლებისთვის პარამოფარიკავე ქალები იბრძოლებენ. ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო კვალიფიკაციის პირველი ნომერი ირმა ხეცურიანი (B კატეგორია) და ნინა თიბილაშვილი (A კატეგორია, სენიორებში 6-ე და 23 წლამდებლებში მსოფლიოს პირველი ნომერი) ჩვენი ნაკრებისთვის პირველი მედლების მოპოვებას შეეცდებიან.
27 აგვისტო
პარალიმპიადის მესამე დღეს დაიწყება ძიუდოს ასპარეზობა. პირველ დღეს ზურაბ ზურაბიანი (-60 კგ.) და გიორგი გამჯაშვილი (-66 კგ.) უმაღლესი შედეგებისთვის გავლენ ტატამზე. ზურბ ზურაბიანი დიდი ბრიტანეთის გრან-პრის გამარჯვებულია და ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია, გიორგი გამჯაშვილი კი მიუხედავად იმისა, რომ სეზონი ტრავმის გამო გაუცდა, მსოფლიო რეიტინგში მაინც მესამე ადგილი უკავია. მან პარალიმპიური კომიტეტის ექიმების დახმარებით, ზურაბ კახაბრიშვილის ხელმძღვანელობით, სრულად აღიდგინა ჯანმრთელობა და ტოკიოს თამაშებს საუკეთესო სპორტული ფორმით ხვდება.
28 აგვისტო
მეოთხე დღე ჩვენი ნაკრებისთვის ყველაზე დატვირთული იქნება - ქართველი პარასპორტსმენები ერთდროულად სამ სახეობაში გამოვლენ.
პარამოფარიკავეები ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი რაპირით ფარიკაობაში მოსინჯავენ ძალებს.
პარაძიუდოში იასპარეზებს გიორგი ქალდანი (-73 კგ), რომელიც წელს ორიდან ორივე გრან-პრის (ბაქო და დიდი ბრიტანეთი) გამარჯვებულია, ხოლო პარა წოლჭიმში მსოფლიოს ფალავნების დამარცხებას აჰმად რაზმ აზარი (-80 კგ) შეეცდება, რომელიც წელს წაუგებლად ასპარეზობს.
29 აგვისტო
საქართველოს ქალთა ნაკრები ფარიკაობაში რაპირით იფარიკავებს. ტოკიოში ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონის ტიტულით ჩავიდა, მთავარი მეტოქე კი ჩინეთის ნაკრები იქნება, რომელსაც მსოფლიო რეიტინგში პირველი ადგილი უკავია. ამავე დღეს იასპარიზებენ მძიმეწონოსნები პარაძიუდოში - მოქმედი პარალიმპიური ჩემპიონი ზვიად გოგოჭური (-100) და მსოფლიოს ჩემპიონი რევაზ ჩიკოიძე (+100). მათთან ერთად, მედლებისთვის ინა ქალდანი (+70) იბრძოლებს (ინამ წელს ორჯერ უკვე შეძლო საერთასორისო ტურნირებზე ბრინჯაოს მედლის აღება).
30 აგვისტო
პარა წოლჭიმში გამოვა - აკაკი ჯინჭარაძე (+107), რომელიც წელს საუკეთესო შედეგებს აჩვენებს. პარასროლაში - ლადო ჭინჭარაული 10 მეტრზე სროლაში პნევმატური შაშხანით იასპარეზებს.
1 სექტემბერი
პარასროლა - ლადო ჭინჭარაული - ათ მეტრზე პნევმატული შაშხანით (დახლზე დაყრდნობით) მოსინჯავს ძალებს. პარაცურვა - ყველაზე გამოცდილი ქართველი პარასპორტსმენი ნიკა თვაური 100 მეტრის დისტანციას გაცურავს ბრასით. ამავე დღეს,პარამძლეოსნობაში გაიმართება შეჯიბრი სიგრძეზე ხტომაში, სადაც საქართველოს ღირსებას CP (cerebral palsy) კატეგორიაში - დავით ქავთარაძე დაიცავს.
4 სექტემბერი
პარასროლა - ლადო ჭინჭარაული - R9 კატგოიაში, 50 მეტრზე სროლით დახურავს საქართველოს პარალიმპიური ნაკრების გამოსვლას ტოკიოს ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე







