ქალთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა სოფო შაფათავამ ბელარუსი დედაქალაქ მინსკში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) წყვილთა გათამაშების ფინალში გააღწია.
ნახევარფინალში შაფათავას და რუსი ოლგა დოროშინას მე-3 ნომრად განთესილი დუეტი უკრაინელ შკუდუნს და სლოვაკ სრამკოვას გაეჯიბრა და დაძაბულ ბრძოლაში 6:4, 6:7 (9:11), 10:8 იმარჯვა.
გადამწყვეტ მატჩში სოფო და ოლგა მე-2 რეიტინგის მქონე ბელარუსულ წყვილს (კრემენი-მაროზავა) გაეჯიბრებიან. ამ უკანასკნელთ თურქები – ოზგენი და სოილუ 6:4, 6:1 დაამარცხეს.









