სხვა

17:58 | 16.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა პარაძიუდოისტმა სასტუმროს დაცვის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

ტოკიოს პოლიციამ საქართველოს პარალიმპიური ნაკრების წევრი ზვიად გოგოჭური დააკავა, რისი მიზეზიც ტოკიოს ერთ-ერთი სასტუმროს დაცვის თანამშრომლებზე ფიზიკური თავდასხმაა. ამის შესახებ იაპონური მედია იტყობინება.

ეჭვმიტანილი ძიუდოისტი ზვიად გოგოჭური 60 წლამდე ასაკის დაცვის თანამშრომელს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც ირკვევა, ქართველი სპორტსმენი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.

პარალიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის განცხადებით, ქართველ ძიუდოისტს ოლიმპიადაზე მონაწილეობა აეკრძალება და გამოძიების დასრულების შემდეგ სახლში დაბრუნება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ პარაოლიმპიადა 24 აგვისტოს დაიწყება და საქართველო 14 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092906