კალათბურთი

23:32 | 20.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 16-წლამდე ნაკრები ევროჩელენჯის ფინალში გავიდა

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ევროჩელენჯის ფინალში საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ითამაშებს. ნიკოლოზ ცინცაძისა და ირაკლი ტომარაძის გუნდმა ნახევარფინალში უკრაინას 20 ქულით, 82:62 აჯობა.

საქართველოს ნაკრები დიდ უპირატესობას ფლობდა და ოთხივე პერიოდი მოიგო. განსაკუთრებით შთამბეჭდავად კი მეორე მეოთხედი ჩაატარა, რომელშიც ქართველებმა 23:10 იმარჯვეს და მეტოქე სწორედ ამ მონაკვეთში გატეხეს.

დიდებული მატჩი ჰქონდა ლუკა ალავიძეს, რომელმაც 25 წუთში 21 ქულა, 7 მოხსნა, 8 პასი და 7 ჩაჭრა მიითვალა და ნათლად ჩანს, რომ გამარჯვებაში ყველაზე სოლიდური წვლილი შეიტანა. სხვა ქართველ კალათბურთელებსაც არ დაეწუნებოდათ არაფერი - თენგო გოგიშვილმა 19 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა, ლუკა ლომთაძემ 13 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი და თითო ჩაჭრა/დაფარება შესძინა გუნდს, ხოლო ანრი ბელთაძემ 11 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

საქართველოს 16-წლამდე ნაკრები 21 აგვისტოს ფინალში უნგრეთს შეხვდება, რომელსაც ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში 61:51 მოუგო.

საქართველო - უკრაინა 82:62 (21:18, 23:10, 20:17, 18:17)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095621