სხვა

10:21 | 24.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტრიატლონში ოლიმპიური ჩემპიონები მსოფლიო ჩემპიონებიც გახდნენ

ბერმუდელი ფლორა დაფი გახდა ტრიატლონის ისტორიაში პირველი ათლეტი, ვინც ერთ სეზონში, ოლიმპიური ჩემპიონი გახდა და მსოფლიო ჩემპიონიც. მის შემდეგ კი ეს მიღწევა ნორვეგიელმა კრისტიან ბლუმენფელტმაც გაიმეორა.

ფინალის წინ, 33 წლის დაფი 467-ქულიანი უპირატესობით ლიდერობდა. ფინალში ცურვის და ველორბოლის შემდეგ, 23 წლის ამერიკელი ტეილორ კნიბი დაწინაურდა, ვინც გარბენის წინ, 2 წუთით და 44 წამით ლიდერობდა. კნიბმა, ვინც ტოკიოში შერეული წყვილების ესტაფეტაში, ვერცხლის მედალი მოიპოვა, ლიდრობა ხელიდან აღარც გაუშვა.

თუმცა, ეს საკმრისი არ გამოდგა იმისთვის, რომ დაფისთვის გაესწრო. ბერმუდელი კარგა ხანს ფრანგ ლეონი პერიოსთან მხარდამხარ გარბოდა, მაგრამ ტემპს ვერ გაუძლო და მესამე ადგილს დასჯერდა, რაც ტიტულის მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა.

დაფისთვის ეს მსოფლიო ჩემპიონის მესამე ტიტულია, რითაც რეკორდი გაიმეორა. თუმცა ქალ ტრიათლეტთა შორის, ის ყველაზე ტიტულოვანია მას შემდეგ, რაც ტოკიოში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

„ძალიან რთული შეჯიბრი იყო. საკმაოდ საშუალო დონის გაცურვა მქონდა. საერთოდ, ძალიან ძნელია ოლიმპიადის შემდეგ, მსოფლიოზეც მაღალ დონეზე ასპარეზობა“, - განაცხადა დაფიმ, ვინც მსოფლიო ჩემპიონის ტიტულები 2016 და 2017 წლებშიც მოიპოვა, შარშან კი ვერცხლის მედალს დასჯერდა.

რაც შეეხება 27 წლის ბლუმენფელტს, გამარჯვება ამჯერადაც შეჯიბრის ბოლოს მოიპოვა. ცურვის შემდეგ, ფინალში მესამე ადგილზე ბელგიელი მარტენ ვან რიელი იყო, რაც ოქროს მოსაპოვებლად ჰყოფნიდა. ის ბლუმენფელტს დაახლოებით ნახევარ წუთს უგებდა. მაგრა ველორბოლისას, ნორვეგიელმა ტემპი გაზარდა, შემდგ გარბენშიც საუკეთესო იყო და ოქროს მედალსაც დაეუფლა. ბრინჯაოს მედალი ფრანგმა ლეო ბერჟერემ მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092351