ფეხბურთი

20:35 | 25.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ბრენდონ უილიამსი გაანათხოვრა

ინგლისის 21-წლამდელთა ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი ბრენდონ უილიამსი 2021/22 წლების სეზონს იჯარის წესით "ნორვიჩში" გაატარებს. აღნიშნულ ინფორმაციას "ნორვიჩის" ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

უილიამსმა უკვე ჩაატარა ერთი მატჩი ახალი გუნდის რიგებში - "ბორნმუთთან" მოგებული (6:0) ინგლისის თასის მატჩში უილიამსმა 76 წუთი ითამაშა. ბრენდონი "წითელი ეშმაკების" აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2019 წლიდან ასპარეზობს. ამ ხნის განმავლობაში ინგლისელმა 50 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.161486