ფეხბურთი

16:19 | 29.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინის ნაკრების ახალი მწვრთნელი: "ამდენი ადამიანი დაიღუპა, რუსეთიდან არავის გამოვიძახებ"

უკრაინის ნაკრებს ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ პეტრაკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ჩემპიონატიდან ფეხბურთელებს არ გამოიძახებს. როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის ეს უბრალოდ არ შეიძლება.

„გულწრფელად გეუბნებით, ამ დროისთვის რუსეთის ჩემპიონატიდან ფეხბურთელების გამოძახების საკითხს არ განვიხილავ. იცით რატომ? დაახლოებით თებერვალში სახლში ვიჯექი, პანდემია იყო, არ ვმუშაობდი და ჩემს მეუღლეს ვუთხარი: გარეთ გავალ, კიეველი ვარ, ქალაქში ვივლი. წავედი და ფეხით ვისეირნე. მივედი წმინდა მიხეილის ეკლესიასთან, ვნახე ანდრიევსკაიას აღდგენილი ტაძარი, წავედი სოფიაში და იქ დაღუპული ჯარისკაცების ფოტოსურათებია. ვნახე რამდენი ადამიანი დაიღუპა, გოგონები, ბიჭები, ამდენი სახელი და ამდენი ხალხის ფოტო. მივხვდი, რომ ახლა არ შეიძლება ფეხბურთელები ნაკრებში რუსეთიდან იყოს. არც შერიგება შეიძლება, ამდენი ბავშვი ობოლი გახდა. ახლა - არა, არავითარ შემთხვევაში. შეიძლება დროის გასვლის შემდეგ კი, რამდენადაც სჭირო იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე არა“, - თქვა პეტრაკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ პეტრაკოვმა უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანდრეი შევჩენკო შეცვალა. აღსანიშნავია, რომ პეტრაკოვმა უკრაინას 2019 წელს მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატი მოაგებინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.086209